Wednesday, October 8, 2008

მოგესალმებით

ეს ბლოგი შექმნილია 2008 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ჩატარებული ტრენინგ-კურსის იმ მონაწილეებითვის (და არა მარტო) ვინც ესწრებოდა პავლე თვალიაშვილის მიერ ჩატარებულ ტრენინგებს. ტრენინგ კურსი მიმდინარეობდა ფონდი ირმის ნახტომის პროექტის "საქართველოს საჯარო სკოლების ისტ მენჯერებისა და საგნის პედაგოგების ერთობლივი გადამზადების პროგრამის" ფარგლებში.

ბლოგში განთავსდა შეკითხვები და კომენტარები ტრენინგის მონაწილეებისა და ტრენერის მხრიდან.

პავლე თვალიაშვილმა ტრენინგების პირველი ნაკადი ჩაატარა თბილისის #116 და #77 საჯარო სკოლებში.

პავლე თვალიაშვილმა ტრენინგების მეორე ნაკადი ჩაატარა ქუთაისის #32 საჯარო სკოლაში.

მე-3 ნაკადის ტრენინგები პავლე თვალიაშვილმა ჩაატარა თბილისის #32 სკოლასა (1-ლი და მე-2 დღე) და ხობის #2 სკოლაში (მე-3-მე-6 დღეები).

თითოეული კურსის ბოლოს განთავსდა ბმულები იმ საგანმანათლებლო პროექტების ბლოგებისა, რომლებიც ტრენინგის მონაწილეებმა შექმნეს.

მოხარული ვიქნები, თუ აქ მოცემული ინფორმაცია სასარგებლო აღმოჩნდება მნახველთათვის.

პატივისცემით,

პავლე თვალიაშვილი
iEARN-Master Teacher;
iEARN-საქართველოს (GEARN) კოორდინატორი
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.